ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„შეიძლება ადამიანი არ იყოს მადლიერი, იმით თუნდაც, რომ ღმერთმა მას სიცოცხლე მისცა?!
და სიცოცხლეს ზემოდან, რწმენა დაადო,
და სიცოცხლე და რწმენა – ორივე გვაჩუქა,
რომელიც არის შესაძლებლობა მარადიული ბედნიერებისა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აი ეს ორი რამ – რომ სიცოცხლე მომცა,
და მერე რწმენა, რომ ჩემი შემოქმედი შემეცნო,
ეს ორი რამ სრულიად საკმარისია, რომ ადამიანმა თქვას – „მე ვარ ბედნიერი“,
და სრულ სიტკბოებაში იმყოფებოდეს,
და მარადიულ სიხარულში“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: