Digest Logo

„შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მშობელი უცხო ადამიანად აღიქვას!“ - სანერვიულოა თუ არა კოშმარები ბავშვებში? ექიმის რჩევები

1773636990
ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს.

როგორც თავად აღნიშნავს, კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მოუხმოს მშობელს, ახსოვდეს ან არ ახსოვდეს საშიში სიზმარი, შეიძლება უცებ მშობელი უცხო ადამიანად აღიქვას.

ექიმი ამბობს, რომ ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს

„შევეცდები კიდევ ერთ ხშირად დასმულ კითხვას გავცე პასუხი...  ღამის კოშმარები ბავშვებში... უნდა ვინერვიულოთ თუ არა...

ბავშვებში ღამის კოშმარები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით 3-10 წლის ასაკში. ისინი ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ემოციებთან, დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებთან ან გადაღლასთან.

კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მოუხმოს მშობელს, ახსოვდეს ან არ ახსოვდეს საშიში სიზმარი, შეიძლება უცებ მშობელი უცხო ადამიანად აღიქვას!!!

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს!!! რამდენიმე მარტივი რჩევა მინდა მოგცეთ...

✅ შექმენით მშვიდი გარემო ძილის წინ

✅ მოერიდეთ ემოციურად მძიმე მულტფილმებს და ზოგადად ეკრანებს ძილამდე 2 საათით ადრე

✅ დაამშვიდეთ ბავშვი გაღვიძებისას, თქვენი ხმა და ჩახუტება საუკეთესო „მედიკამენტია“. 

თუ კოშმარები ძალიან ხშირად მეორდება, იწვევს ძლიერი შიშის განვითარებას ან ძილის სერიოზულ დარღვევას, სასურველია პედიატრთან ან ბავშვთა ნევროლოგთან კონსულტაცია!!!

ბავშვის ღამის შიშები ხშირად ქრება მაშინ, როცა გვერდით ესმის მშობლის მშვიდი სუნთქვა და ეუფლება უსაფრთხოების განცდაა“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.