Digest Logo

„შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ“ - მარიამ როინიშვილის მილოცვა იუბილარ შვილს

1754461272
მარიამ როინიშვილი

ცოტა ხნის წინ მომღერალი და ტელეწამყვანი მარიამ როინიშვილი, მეორე შვილის დედა გახდა. მარიამის რჩეული ტელეწამყვანი ვახო კანდელაკია. წყვილის გოგო ეყოლა, რომელსაც კირა დაარქვეს. 

მარიამს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, რომელიც დღეს, 6 აგვისტოს 15 წლის გახდა. 

მომღერალი იუბილარ შვილს სოციალურ ქსელში ემოციურ სიტყვებს უძღვნის და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

„დღეს ეს პატარა გოგო 15 წლის გახდა.

როდესაც დედა გავხდი, მაშინ 20 წლის ვიყავი. ვხვდებოდი, რომ ძალიან ლამაზი ზღაპრის პირველ ფურცელზე ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა რომ ასეთ თავგადასავალში მოვხვდებოდი...

მადლობა რომ ჩემი შვილი ხარ. მადლობა ყველა წამისთვის. შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ... მიყვარხარ დე“, – წერს მარიამ როინიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი მამარდაშვილის უმშვენიერესი მეუღლე თურქეთში ისვენებს - ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „შეუდარებელი და განუმეორებელი წყვილი ხართ“ - თათა გიორგობიანი მეუღლესთან ერთად გამოჩნდა

„ვგიჟდები შენს ღიმილზე...“ - ბაბი კირკიტაძის საზაფხულო კადრები სოცქსელიდან