Digest Logo

„შესაძლებელია, განვითარდეს სტიქიური პროცესები“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსახლეობას

1754654399
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. 

მისი თქმით, მოსალოდნელი რთული მეტეოპირობების გათვალისწინებით, 8 აგვისტოს დღის ბოლოდან - 10 აგვისტოს საღამომდე, დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია, განვითარდეს სტიქიური პროცესები:

„8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში (აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო) მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, პერიოდულად შესაძლებელია ქარის ქარის გაძლიერება 12–17 მ/წმ-მდე.

სანაპირო ზოლში - 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, ზღვაზე მოსალოდნელია ტალღის სიმაღლის 3 ბალამდე მომატება.

აღმოსავლეთ საქართველოში - მხოლოდ ზოგან არის შესაძლებელი ხანმოკლე წვიმა ელჭექით, საღამოს საათებში შესაძლებელია სეტყვა, ასევე აღმოსავლეთში ნანატრი შედარებით დაბალი ტემპერატურა 10 აგვისტოდან დადგება.

მეტეოროლოგიური გაფრთხილება! მოსალოდნელი რთული მეტეოპირობების გათვალისწინებით, 8 აგვისტოს დღის ბოლოდან - 10 აგვისტოს საღამომდე, დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მჯერა, შორენას მოუყვება შოშიებზე თუ როგორ უყვარს ყველას მისი შვილები“ - რას წერს გიგა ცხელიშვილი

გიორგი შოშიტაშვილს შვილი შეეძინა - „დაიბადა მამას ბიჭი“

პოლიტიკოსთა სია, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სამშობლო დატოვეს