„შეცდომების ხელოვნება: რატომ არის მარცხის მიღება ნამდვილი სიმწიფის ნიშანი?“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს, ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„არსებობს გავრცელებული მითი, რომ ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მეტად ბრძენდება. თუმცა, რეალობა ხშირად სრულიად სხვანაირია - დრო გადის, ადამიანებს წლები ემატებათ, მაგრამ ისინი ჯიუტად აგრძელებენ ერთსა და იმავე შეცდომების დაშვებას.
ჩვენ ხშირად გვეშინია მარცხის და საკუთარ თავს წარსული ჩავარდნების გამო დაუნდობლად ვსჯით. არადა, ნამდვილი ცხოვრების არსი არა შეცდომებისგან გაქცევაში, არამედ მათ გააზრებაშია.
იაპონელებს ერთი საოცარი კონცენფცია აქვთ - „კინცუგი“. როდესაც ძვირფასი თიხის ჭურჭელი ტყდება, მას არ აგდებენ. პირიქით, სპეციალური ოქროსფერი ლაქით აწებებენ და ასე ამთელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ნივთი, რომელმაც გატყდა („ტკივილი გადაიტანა“) და კვლავ გამთელდა, უფრო მეტად უნიკალური და ღირებულია.
ჩვენი წარსული შეცდომებიც ზუსტად ამ ოქროს ბზარებს ჰგავს. ისინი კი არ გვაუშნოებენ, არამედ ბევრად უფრო საინტერესო, ღრმა და ბრძენ ადამიანებად გვაქცევენ“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: