იურისტი მედეა ადამია, რომელიც ორსულადაა, ქმარს დაშორდა.
ინფორმაცია მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა, ახლა კი იგი მიზეზებზეც ალაპარაკდა.
როგორც თავად განმარტავს, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და განქორწინების განცხადებაც გაგზავნილია:
რა სიმბოლურია… ბორჯომიდან ვაგზავნი ჩემს გადაწყვეტილებას განქორწინების საბუთებს. ეს არ არის ხუმრობა და არც წამიერი ემოცია. ეს არის გააზრებული არჩევანი, ჩემი და ჩემი შვილების სიმშვიდისთვის.
ერიდეთ კაცს, რომელიც თქვენს კმაყოფაზე ცხოვრობს და ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ის, რომ ერთმა ყველაფრის ტვირთი ზიდოს, მეორე კი მხოლოდ იღებდეს.
ქალი ვალდებული არ არის ვინმეს მთელი ცხოვრება არჩინოს, ათრიოს და საკუთარი თავი დაკარგოს.
დააფასეთ საკუთარი შრომა, ღირსება და სიმშვიდე. არასოდეს შეგეშინდეთ ისეთი ურთიერთობის დასრულების, სადაც მხოლოდ თქვენ იბრძვით.
და კიდევ ერთი რამ…
როგორც კი მანიპულატორი ხვდება, რომ უკან აღარ მიიღებთ და თქვენზე გავლენა დაკარგა, ხშირად იწყებს იმ ადამიანების გახსენებასა და მოძიებას, რომლებიც აქამდეც მის გვერდით იყვნენ, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა.
ეს ყოველთვის სიყვარულს არ ნიშნავს. ხშირად ეს საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების მცდელობაა, სურს საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ კვლავ შეუძლია ვიღაცის ყურადღების და აღფრთოვანების მიღება.
ნუ მიიღებთ ამას თქვენს მარცხად. ზოგჯერ ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ მან საბოლოოდ გააცნობიერა თქვენთან დაბრუნების კარი ნამდვილად დაიხურა.
ჩემთან ცხოვრების პერიოდში დაგროვილი ფულით თუ ვინმეს მოხიბვლას და „ახალი ცხოვრების“ მოწყობას გადაწყვეტს, ეს უკვე მისი არჩევანია.
ვისაც უნდა, იმას დაახარჯოს ჩემი ნაშრომი.
მე აღარ ვაპირებ იმაზე ფიქრს, ვინ რას გააკეთებს იმით, რაც უკვე წარსულში დარჩა.
ჩემი დრო, ენერგია და შრომა ამიერიდან ჩემს შვილებს, ჩემს საქმეს და ჩემს მომავალს ეკუთვნის.
მე ჩემი არჩევანი ღირსებით გავაკეთე. დანარჩენს კი ცხოვრება თავად გასცემს პასუხს.
ძალიან გთხოვთ, აღარ მომწეროთ: „შეურიგდები“, „ისევ ერთად იქნებით“ და მსგავსი კომენტარები.
ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა.
წლების განმავლობაში ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი, მეპატიებინა, შემენარჩუნებინა ოჯახი და ყველაფერი გამომესწორებინა. ვეხმარებოდი ფინანსურად, ვზრუნავდი, ვარჩენდი, ვაცმევდი და ვუძლებდი უამრავ ტყუილსა და იმედგაცრუებას.
ჩემი შვილები ისე გავაჩინე, რომ მათი საჭიროებებისთვის ერთი ლარიც არ დაუხარჯავს. დღესაც მე ვზრდი, მე ვარჩენ და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას.
ახლა უკვე ორსულობის მეორე თვეში ვარ და ხმამაღლა ვამბობ დავიღალე სხვისი პასუხისმგებლობების ზიდვით.
დავიღალე იმით, რომ ყოველთვის მე უნდა ვყოფილიყავი ყველაფრის გადამრჩენელი.
აღარ ვაპირებ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას.
ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანის გვერდით უნდა დავრჩენილიყავი, ეს თქვენი არჩევანია. ჩემი არჩევანი კი საკუთარი სიმშვიდე, ჩემი შვილები და ჩემი მომავალია.
დიდი წერტილი დავსვი.
ღმერთი იყოს ყველას მსაჯული!!“, - წერს მედეა ადამია.
ასევე დაგაინტერესებთ: