Digest Logo

„სილამაზე, ეშხი, დახვეწილობა...“ - როგორ აფასებენ ალექსანდრა პაიჭაძის ახალ ფოტოებს

1777481617
ალექსანდრა პაიჭაძე

ქართველი მოდელი და ინფლუენსერი, ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის სკანდალური თუ პირადი სიახლეებით ხვდება, ამჯერად მოდის სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის ეპიცენტრშია.

მოდელი ბარსელონაში იმყოფება, საიდანაც ახალ ფოტოებს გვიზიარებს:

„სილამაზე, ეშხი, დახვეწილობა...“.

„ვერ გიცანი, როგორი სხვანაირი ხარ“.

„ვგიჟდები შენზე, უსექსუალურესი ხარ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოდელი ბარსელონას საქორწილო მოდის კვირეულს - Barcelona Bridal Fashion Week ესწრება.

წელს Barcelona Bridal Fashion Week დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს, ბაიერებსა და მოდის კრიტიკოსებს აერთიანებს, საქორწილო ინდუსტრიის მთავარ ორიენტირად ითვლება. ალექსანდრა პაიჭაძის თქმით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ბიზნესმენ დავით კოდუასთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ, ალექსანდრა პაიჭაძის ნებისმიერი ფრაზა ქორწინებაზე მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანია. მოდელი არ მალავს, რომ ბარსელონაში მიღებული გამოცდილება მისთვის სამომავლო ინსპირაციის წყაროც გახდა:

„ოდესმე თუ ვიქორწინებ, ვიცი სად უნდა შევიხედო კაბების უდიდესი არჩევანისთვის“,- წერდა მოდელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ახალი მთვარიდან 7-10 დღეში შედეგებს დაინახავ, შესაძლოა უსიამოვნოსაც კი, ვიღაც წავიდეს შენი ცხოვრებიდან“ - ასტროლოგი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 29-30 აპრილს საქართველოში?

გინდა, რომ ბარაქამ მოაკაკუნოს? - კარის გაწმენდის „ჯადოსნური“ დღეები მაისში