Digest Logo

„სინაგოგაში სასაკლაო მოაწყვეს ამ საღამოს… ამასაც გადავატარებთ, ცხოველები ვართ…“ – ანა კოლ-შიმშილაშვილი

1674886962
ანაკოლ შიმშილაშვილი

ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ანა კოლ-შიმშილაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე იერუსალიმში მომხდარ დაბომბვას ეხმიანება. მისი ინფორმაციით, იერუსალიმში სინაგოგაში შაბათის ლოცვაზე სასაკლაო მოაწყვეს - 7 მოკლეს, სამი მძიმე მდგომარეობაშია.

ანა კოლ-შიმშილაშვილი ამ პოსტში მსოფლიოს უმოქმედობასა და გულგრილობას უსვამს ხაზს.

„როგორ უნამუსოდ ვეჩვევით ყველაფერს… უნამუსოდ! ტერაქტების, ომებს…

„ჩემი“ პირველი ტერაქტიც მახსოვს ისრაელში, ძალიან დიდხანს მეშინოდა მას მერე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა…

დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეა, ღაზის სექტორიდან კი წუხელ დაიწყეს სამხრეთის დაბომბვა…
იერუსალიმში სინაგოგაში შაბათის ლოცვაზე სასაკლაო მოაწყვეს ამ საღამოს, 7 მოკლეს, სამი მძიმე მდგომარეობაშია…

ამასაც გადავატარებთ, იმიტომ რომ ცხოველები ვართ და მივეჩვიეთ…

უკრაინაში რაც ხდება იმასაც ისე ვუყურებთ როგორც ფილმს, ზოგი უკვე აღარც ვუყურებთ, ზოგიც როგორც ფეხბურთის თამაშზე ვიკითხავთ : „რა ანგარიშია?“ – ზუსტად ასევე ვკითხულობთ:
რაიო, რა სთქვა ი „მათხუარმა“ ზელენკომო? ან „მათხუარმა“ პუტინმაო? ან „მათხუარმა“ ბაიდენმაო?… 

ხო და რაიო, რას სთქვა იმ მათხუარმა … რომელმა ერთმა?

მივეჩვიეთ!
და მივაჩვიეთ!
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო! – ასეა ეს!

სირცხვილი სამყარო ვართ!“, - წერს ანა კოლ-შიმშილაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⚫„ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია“ - გიორგი კეკელიძის ემოციური ამბავი

„კარგია სასიყვარულო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა, ვაჭრობა“ - ცაგარელის დღის რჩევა