Digest Logo

„სირცხვილია ლიკლიკაძის ძეგლი არ დავდგათ, რა ცოტა გვყავდა უფრო ღირსეული ქუთაისელებიო“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

1783579199
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მას გამორჩეული იუმორის გრძნობითაც აფასებენ.

ამჯერად, იგი სოციალურ ქსელში ქუთაისურ ჯგუფში გავრცელებულ მის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გაკეთებული და მის გარშემო ატეხილ დისკუსიას მხიარული სტატუსით ეხმაურება.

„ერთ ქუთაისურ ჯგუფში დადეს ეს ფოტო და 349 კომენტარიდან 204 წერს რომ „სირცხვილია ლიკლიკაძის ძეგლი არ დავდგათ, რა ცოტა გვყავდა უფრო ღირსეული ქუთაისელებიო“.....

და თქვენ გიკვირთ მე როგორ ვიშოვე ფული არაფრისგან? არა მეგობრებო, ვისაც ტვინი გვაქვს კიდევ უფრო დიდი ფულის შოვნა შეიძლება ამ ქვეყანაში. თან პატიოსნად სხვათა შორის“, - წერს დათო ლიკლიკაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესეთ

⭕„გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით ახლის მოზიდვას შეუწყოთ ხელი“ - 9 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი