Digest Logo

🎥 სკანდალი - „თუ გადამიხდი 5500 ლარს, „მის აჭარა“ გახდებიო“ - გიორგი მასხულიას სილამაზის კონკურსის ყოფილი მონაწილე საჯაროდ დაუპირისპირდა

1744271741
მასხულია - სკანდალი

დიზაინერ გიორგი მასხულიას ირგვლივ მორიგი სკანდალია. მისი ეპატაჟური ცხოვრებიდან გამომდინარე ეს არც არავის გაჰკვირვებია, თუმცა ახალი ბრალდებები „მის და მისტერ აჭარის“ კონკურსს შეეხება, უფრო სწორედ კი ერთ-ერთ ყოფილ კონკურსანტს, რომელიც მასხულიას, კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს. 

კონკურსის ყოფილი მონაწილე გოგონა თქმით, გიორგი მასხულია სთხოვდა მას გამარჯვების სანაცვლოდ 5 000 ლარის გადახდას.

ამჯერად ყოფილი კონკურსანტი, იმ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს ორგანიზატორისგან, რომელიც კონკურსზე დასარეგისტრირებლად გადაიხადა, რაც შეადგენს 500 ლარს.

ამასთან, იგი იმ საჯაროდ აქვეყნებს გიორგი მასხულიასთან პირად მიმოწერას.

„საუკეთესო გაკვეთილები ყველაზე მწარედ ისწავლება“.

ბავშვობიდან მინდოდა სილამაზის კონკურსში მონაწილეობა, გადაწყვეტილება მივიღე და მივედი კონკურსში „მის აჭარა 2025“ მითხრეს რომ თავიდან საჭირო იყო გადამეხადა თანხა, რომ ვითომ “კონკურსისთვის საჭირო ხარჯებში” მონაწილეობა მიმეღო — კაბები, ფოტოსესიები და სხვა.

როცა თანხა გადავიხადე მეგონა ამით ყველაფერი დასრულდა თუმცა, შემდეგ პირდაპირ „გიორგი მასხულიამ“ შემომთავაზა „პირველ ადგილზე გაგიყვან, თუ გადამიხდი 5500 ლარს“. მის აჭარა 2025 გახდებიო.

მითხრა: „შენ ჩემი რჩეული ხარ, კაბადოკიაში წაგიყვან და ბულგარეთშიც, ოღონდ თუ შენ ამ თანხის გადახდას შეძლებ და დააყოლა ბოლო სიტყვა ჩემზე არისო“

მივხვდი, რაც ხდებოდა გადავწყვიტე გარკვევა და ჩაძიება ავყევი, დავინტერესდი, ვნახავ სადამდე მივათქო ვუთხარი ამდენის გადახდას ვერ შევძლებთქო

ბოლოს ჩამოვიდა — 5500 ლარიდან 1700 ლარზე - მითხრა ეს ჩვენს შორის დარჩეს, რომ სხვას გული არ დასწყდესო.

გადავწყვიტე გარკვევა სხვა კონკურსანტებს შევეხმიანე თურმე, ყველა გოგოზე იგივე უთქვამს, ოღონდ სხვადასხვა ფასად — ზოგზე 3700 ლარი, ზოგზე კი 2000-ზე ნაკლებად.

ეს კონკურსი არ იყო ტალანტის, სილამაზის, უნარების შეფასება — ეს იყო აუქციონი, სადაც ვინც მეტს გადაიხდიდა,

იმას „პირველი ადგილის შანსი” ჰქონდა)))

გოგოებს მივწერე და გოგოებმა მითხრეს, ჩვენც წამოვალთ ეს კონკურსი არ ყოფილაო, თუმცა ბოლოს ყველა დარჩა)))

მივიღე გადაწყვეტილება, ვუთხარი უარი და მოვთხოვე ჩემი თანხის დაბრუნება ვუთხარი, რომ არაფერში მიმიღია მონაწილეობა, არც კაბა შეკერილა და არც ფოტოსესია მქონია.

ძალიან მშვიდად და ლამაზად გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ არ ვისაუბრებდი. თავიდან დამთანხმდა მითხრა, „დაგიბრუნებ როგორც კი საზღვარგარეთიდან ჩამოვალო“ - კარგი-თქო, მშვიდად ველოდი
ჩამოვიდა მივწერე და მითხრა:

- მარიამ ნუ გეშინია არაფერში მჭირდება თქვენი თანხა, სანამ კონკურსი არ დასრულდება თანხას ვერ დაგირიცხავთ ბუღალტერი და „ნუ შემაწუხეთ ამ გროშებზეო“.

ასე სცადა ჩემი დამცირება, იქამდეც მითხრა შენი „ეგ თანხა ჩემი ერთი სეფორაში შესვლაა შვილოო“)))

დასრულდა კონკურსი „მის აჭარა 2025“ მეორე დღეს მთელი დღე ვწერდი სმს-ს არ ნახულობდა, დავურეკე ღამით და მწერს თანხას ვერ დაგიბრუნებო.

გადაწყვიტე, რომ ხმა ამოვიღო, მე ამას არ ვაკეთებ ფულის გამო. მე ამას ვაკეთებ, რომ ვიღაცის ოცნება აღარ გადაიქცეს ტყუილად.

სიჩუმე ამართლებს მათ, ვინც გვატყუებს და მე ამიტომ ვიღებ ხმას, დავდებ სქრინებს, ვოისებს და ყველა დეტალს
დანარჩენს კომენტარებში გაგიზიარებთ. გადააზიარეთ. 

თუ ოდესმე მსგავსი წინადადება მოგივათ — გახსოვდეთ:

„ნამდვილი გამარჯვება არ იყიდება — და ვინც ფულით გთავაზობს პირველობას, მხოლოდ თქვენი იმედებით ვაჭრობს“,- წერს გოგონა.

ამის შემდეგ გოგონამ, მორიგი პოსტი, გაავრცელა, სადაც გიორგი მასხულიას ხმოვანი შეტყობინებებია გასაჯაროებული:

აღნიშნულ ბრალდებებს გიორგი მასხულიაც გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლიკა კვარაცხელიას ემოციები, როცა ხვიჩა კვარცხელიაზე ნიუსს კითხულობენ

⭕„ჩრდილოვანი პერიოდი“ - რატომ არის მომდევნო ორი კვირა საყურადღებო