Digest Logo

🎥 „სპექტაკლი ხომ არ ჩაიშლებოდა და როინიშვილი ეუბნება რა დაგემართა პიეტრო, ამოყო თავი და დენმა დამარტყაო“ - რას იხსენებს დათო ლიკლიკაძე

1738319144
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან. საზოგადოებას მისი იუმორი ძალიან მოსწონს, რის გამოც მის ფეისბუკ გვერდზე აქტიურობა არასდროს წყდება.

მსახიობი და ჟურნალისტი გადაცემის „ჩვენი შოუ“ სტუმარი იყო, სადაც მან სახალისო ისტორიები გაიხსენა:

„ისევე როგორც ტურიზმში და ჟურნალისტიკაში თეატრი ჩემთვის ერთ-ერთი ძირითადი პროფესიაა, ახლახან გამიმართლა, გოჩა კაპანაძის სპექტაკლში „იავნანამ რა ქმნა“ ლეკის როლი ვითამაშე, ქეთოს გამტაცებლის. 

თეატრში დიდი ხანია ვარ, სანამ მსახიობი გავხდებოდი იქამდეც. 

აბიტურიენტიც არ ვიყავი, ქუთაისში იდგმებოდა სპექტაკლი საკმაოდ საინტერესო და კარგად მახსოვს მსახიობი ზაზა კილასონია და როინიშვილი დავითი თამაშობდნენ. ბევრი სანთლები უნდა დაერიგებინა და მაშინ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ანთება არ შეიძლებოდა, ელექტრო სანთლები იყო და დაარტყა დენმა. სპექტაკლი ხომ არ ჩაიშლებოდა და როინიშვილი ეუბნება რა დაგემართა პიეტრო, ამოყო თავი და დენმა დამარტყაო“, - იხსენებს დათო ლიკლიკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გვაბერებს თანამედროვე ცხოვრება უფრო სწრაფად? ჭაღარა ახალგაზრდებში და კოლაგენის დაშლის მიზეზები

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მეორე შვილის მშობლები გახდნენ - ცნობილია რა დაარქვა წყვილმა ჩვილს