ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სულიერი ცხოვრების პროცესი არის ძალიან საინტერესო
და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ქრისტიანული ცხოვრება რეალურად ღმერთთან კავშირის შესაძლებლობას გაძლევს,
— აბა 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა რა არის?!
რას აკეთებდნენ 2000 წლის განმავლობაში გრიგოლ ხანძთელისნაირი ადამიანები?!
— ამ ყველაფერს პრაქტიკაში აცოცხლებდნენ,
თავისი ცხოვრების წესით და თხზულებებით გვიტოვებდნენ,
თაობიდან თაობას გადასცემდნენ
და დღეს, ჩვენ ეს ცოდნა გვაქვს — რომ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღმერთთან კავშირი გვქონდეს;
და იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე სიცოცხლის წყაროსთან, რომელიც არის აბსოლუტური სიკეთე და სიყვარული — გქონდეს პიროვნული კავშირის მცდელობა,
რომელიც, პერიოდულად რეალიზდება ღვთის დიდი კაცთმოყვარეობით,
და ნელ-ნელა ადამიანი იზრდება და აღწევს იმ მდგომარეობამდე— რომ გარდაიცვალოს სიკვდილისაგან სიცოცხლეში,
ანუ გადავიდეს ღმერთში,
და მარტო მე კი არა,
მარტო შენ კი არა — ჩვენ ერთად.
მარადისობა, ეს არის ჩვენი ერთად ყოფნა ღმერთთან,
სადაც კომუნიკაცია ჩვენ შორის და ღმერთთან იქნება დაუსრულებელი,
სიყვარულით აღსავსე და გონებამიუწვდომელი ბედნიერების მომტანი — ეს არის ქრისტიანობა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „კარლ გუსტავ იუნგი: კოლექტიური არაცნობიერის ასტროლოგიური ანატომია“ - რას წერს რამაზ გიგაური