Digest Logo

„თავიდან თითქოს დავეცი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და ფეხზე წამოვდექი“ - რას წერს ოზურგეთში ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა

1706601640
ლიკა ხამათაშვილი

16 დეკემბერს, ოზურგეთში ძაღლმა ძმები ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა.  ერთ-ერთი მცირეწლოვნის ჯანმრთელობა კრიტიკული იყო, რის გამოც მას 2 ურთულესი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

ლაზარე ახლა თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობას განაგრძობს. ბავშვის დედა ლიკა ხამათაშვილი ფეისბუკზე  ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„განსაცდელმა შემაშინა და მეტადაც გამაძლიერა, თავიდან თითქოს დავეცი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და ფეხზე წამოვდექი.

დღითი დღე უფრო და უფრო ვძლიერდები ჩემ ბიჭებთან ერთად.

როგორ ცუდადაც არ ვგრძნობ თავს, ვცდილობ უფრო ლამაზი და „ღიმილიანი“ ვიყო ამათ გამო. 

ჩემი დაუსრულებელი ბედნიერებაა ჩემი სიყვარული ორი ნაკაშიძე.

მადლობა უფალს, რომ მე დღეს ბედნიერი დედა ვარ“, - წერს ლიკა ხამათაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2024 წლის თებერვალში შედარებით ფრთხილად უნდა იყოს

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს

„ვერცერთი საყვარელი ვერ დადგება ცოლზე მაღლა... დააფასეთ ის ადამიანები, ვინც სიტყვა მოგცათ, რომ ცხოვრების ბოლომდე თქვენი მეგზურები იქნებიან“ - მასტერი