Digest Logo

„თავს დაესხა ოცამდე კაცი, შეცვივდნენ ეზოში, შემდეგ წიხლით შეუნგრიეს კარი... რამდენიმე მათგანი არის უმოწყალოდ ნაცემი“ - რას წერს თამუნა მუსერიძე

1653804741
მსახიობი თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს უმოწყალოდ სცემეს. ტელეწამყვანი მოითხოვს, რომ ამ ამბით ტელეკომპანიებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდეს.

„დღეს, გამთენიისას ჩუღურეთის რაიონში (მალაკნების ხიდთან) მცხოვრებ 5 ტრანსგენდერ ქალს, რომლებიც დღიურ ოთახებში ცხოვრობენ იტალიურ ეზოში და არიან იძულებით პროსტიტუციაში ჩართული, თავს დაესხა ოცამდე მამაკაცი, შეცვივდნენ ჯერ ეზოში, შემდეგ წიხლით შეუნგრიეს კარი, რამდენიმე მათგანი არის უმოწყალოდ ნაცემი, ასევე ასაკიან ქალს, (სახლის მეპატრონე გამქირავებელს) დაესხნენ თავს, ისმოდა ფრაზები, „ამათ არ ვაცოცხლებ, ამათი დედა, დავხოცოთ, და ასე შემდეგ".

იურისტები მალე ჩაერთვებიან, ასევე სახალხო დამცველი იმედია მიაკითხავთ და ჟურნალისტებიც გააშუქებენ, რადგანაც ეს ტრანსები ამ ამბის მერე ღია ცის ქვეშ რჩებიან და იქ ვეღარ იცხოვრებენ შიშით.

ვისაც ხელგეწიფებათ ამ სიტუაციაში რაიმეს მოქმედება, გთხოვთ, ნუ დატოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ“, - წერს თამუნა მუსერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„როცა კაცს ასე ძლიერ უყვარხარ...“ - ნეკა დოროყაშვილი რჩეულთან ერთად გამოჩნდა

🔵თბილისის აბონენტებს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდებათ - გადაამოწმე შენი მისამართი

🔵„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს