ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, მორიგ სახალისო პოსტს აქვეყნებს, რაც ქალაქ ქუთაისში გადახდა თავს.
„თეატრის წინ დილის ხუთ საათზე ახალგაზრდა ბიჭმა გვაგინა ყველას.
აბსოლუტურად ყველას, მთელს დედამიწას. დაიწყო ქუთაისით, მერე თბილისი, მერე მთელი ქვეყნის ყველა ქალაქი და რაიონი თავის სოფლებიანათო.
მერე რუსეთს აგინა, მერე თურქეთს, მერე ამერიკას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, ბისეკისა და ტრასეკის ქვეყნებს, აბრეშუმის გზას, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს, აზიის განვითარების ბანკს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, სუამის სამიტის მონაწილეებს, უეფას, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, კუკურელიას ცალკე აგინა.
ბოლოს ამოუვიდათ ყელში იქვე მდგომ ტაქსისტებს და კაი, კაი გეყოფაო - მიაძახეს.
„არ მეყოფა თქვენი დედაც მოვ@@ანო“- შეჰყვირა ღამე ნათევ ტაქსისტებს და ამასობაში კიდეც გათენდა ჩვენს პატარა ქალაქში.
საერთოდ არ მიკვირს გაბრიაძე რატო წერდა ასე საკაიფოდ ქუთაისზე თავის მოთხობებში. საერთოდ არ მიკვირს, საინტერესო პერსონაჟების ამოუწურავი მადანი ხარ, ქუთაისო!“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი ფინანსური მდგომარეობა ელოდება აგვისტოში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - მიხეილ ცაგარელის რჩევები
⭕ დავით აქუბარდია 71 წლის გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს ჟურნალისტის შვილი
⭕ ნიკო გომელაური დღეს 54 წლის გახდებოდა - გამორჩეული პოეტის აქამდე უცნობი ამბები