
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება.
დასავლეთ საქართველოზე - გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს:
„სანაპირო კურორტებზე შემოდგომის მსგავსი ნაცრისფერი და შედარებით გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება.
მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება, გაითვალისწინეთ ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია.
დასავლეთ საქართველოზე - გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში - უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგან არის მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი.
ვისურვებ, მალე გახაროთ მზიანი დღეების ამბავი...“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მაგრად უნდა მყავდე და ძალიან დიდხანს, შენებური ამბებით…“ - გიორგი ჭოხონელიძე იუბილარია
⭕„მადლობა უფალს, რომ ასეთი გოგო ხარ! მიყვარხარ“ - ანასტასია ხაჩიძე 19 წლის გახდა
⭕„საოცარი გოგო ხარ“ - ლიზი ქონიაძე შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს