ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„სამყარო არსობრივად სხვანაირი ხდება - უფრო ტექნოლოგიური (წარმოსახვა და რეალობა ერთიანდება).
უფრო სწრაფიც არის - თუ გაგასწრო, ვეღარ დაეწევი.
თითქოს არ ვიცი, ვარ თუ არა ახალი სამყაროს ნაწილი - დრო სასტიკი მსაჯულია.
არადა, მგონი, მაინც ვარ - დრო დამნდობიც არის.
ტექნოლოგიურ ეპოქაში ბიბლიური კაცის ფუნქციათა სულ უფრო მეტ ნაწილს მანქანები ასრულებენ და მისი სივრცე თანდათან მცირდება, მაგრამ ფანტასტი მწერლების საყვარელი ცნება „უკანასკნელი ადამიანი“ აზრს მაინც ვერ იძენს.
სანამ შემოქმედება რეალობის გარდასახვას ცდილობს, ადამიანი უკვდავია.
დაე, ეგონოთ მანქანებს, რომ მომავალი მათია.
სიყვარული, თავისუფლება, შემოქმედება და პასუხისმგებლობა (ისინი ღვთის ხატებასა და მსგავსებას ქმნიან) ისტორიას კაცის სიკვდილს არ დაანებებენ.
სანამ ადამიანში ღმერთია, მანქანა მხოლოდ მისი მსახური შეიძლება იყოს“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაზე კარგად ეს გამომდის...“ - ანასტასია ბენდუქიძე მესამე შვილს ელოდება
⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, ქორწილი, სარემონტო სამუშაოები“ - 15 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
🎥 „სანამ პატარას შევხვდები...“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი