Digest Logo

თერჯოლაში დაკარგულ შშმ ქალს ეძებენ

1786626443
თერჯოლაში დაკარგული

თერჯოლაში დაკარგულ ქალს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგული ქალის დისშვილი ავრცელებს:

„დაკარგულია ჩემი დეიდა. მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უჭირს საუბარი და აზრის სწორად გადმოცემა. ვერ ამბობს საკუთარ სახელს, ვერ კითხულობს და შეიძლება ვერ შეძლოს არც მისამართის ან ოჯახის წევრების სახელების თქმა.

თუ ვინმემ ნახეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ, აუცილებლად დამიკავშირდეთ ან მიმართოთ პოლიციას.

გთხოვთ, გააზიაროთ რაც შეიძლება ბევრ ჯგუფში. შესაძლოა, სწორედ თქვენმა გაზიარებამ დაგვეხმაროს მის პოვნაში.

განსაკუთრებით გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ხანდაზმულ/დეზორიენტირებულ ქალს, რომელიც შეიძლება დახმარებას საჭიროებდეს.

საკონტაქტო ნომერი: 557156413.

ბოლოს ნახეს: თერჯოლის რაიონი სოფელ ღვანკითში.

დაკარგვის დრო: ორშაბათს გავიდა დილით სახლიდან 10 აგვისტოს“, - წერს ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ურთიერთობებში შესაძლოა იგრძნოთ უხერხულობა“ - 13 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი და ქირურგიული ჩარევა“ - 13 აგვისტოს პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით

⭕„ერთი წელი არ ვმღეროდი მეუღლის გამო და იმდენად ვნერვიულობდი, თითქოს ხმა დავკარგე“ - ნანი ბრეგვაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე