Digest Logo

„თქვენი „უპირატესობა“ მხოლოდ ისაა, რომ მასზე ადრე დაიბადეთ და ესეც არ არის თქვენი დამსახურება“ - საინტერესო ინფორმაცია მშობლებს

1656485803
მოსაზრებამოსაზრება

ლექტორი კოტე იანტბელიძე სოციალურ ქსელში მშობლებს აუცილებელ ინფორმაციას უზიარებს და ასწავლის, თუ რატომ უნდა მოუსმინო შვილის ყველა მოსაზრებას. 

„როცა ბავშვი მოდის თქვენთან და გეუბნებათ:

„რაღაც მოვიფიქრე“, „რაღაც იდეა მაქვს“, „ნახე, რა გავაკეთე“ და ა.შ.

ზოგადად, როცა სურვილი აქვს წარგიდგინოთ თავისი ნააზრევი, რაც გინდა იყოს, მოუსმინეთ ყურადღებით და მასთან ერთად განიხილეთ თუნდაც 1 წუთით.

რადგან კონკრეტულ მომენტში ასაკის გამო მასზე ჭკვიანი ხართ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი გონება მის გონებაზე უკეთესია. თქვენი „უპირატესობა“ მხოლოდ ისაა, რომ მასზე ადრე დაიბადეთ და ესეც არ არის თქვენი დამსახურება.

ზოგი მშობელი პასუხობს: „არ მცალია“, „მერე მაჩვენე“, „ეს რა არის“, „ვერაფერი გავიგე“ და ა.შ. შემდეგ ამ ბავშვებს დაბალი თვითშეფასება უყალიბდებათ და გეტყვით კიდევ შემდეგ რა ხდება:

რაც არ უნდა მაგარი იდეა მოიფიქრონ თავისი ცხოვრების განმავლობაში, აღარ სჯერათ და აღარ სწამთ საკუთარი იდეის. ეს რწმენა კიდევ გადამწყვეტი ამბავია.

წარმოიდგინეთ, ვინმე ცნობილი მუსიკოსი, მწერალი, კინორეჟისორი მოულოდნელად გირეკავთ და გეუბნებათ, რომ რაღაც გააკეთა და უნდა გაჩვენოთ.

მასაც ასევე უპასუხებთ? და რა იცით, რომ თქვენი შვილი მასზე მაგარს არ შექმნის? თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ხელს არ შეუშლით...“, - წერს კოტე იანტბელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თალეს შონიამ ფქვილი დაყარა და ნაფეხურები გამოჩნდა” - ქეთი მატაბელი უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შესახებ

🎥 უფოლოგისა და თეოლოგის დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - „ეს არის ღმერთის შეურაცხყოფა”

🎥 „250 ათასი ლარი გამოიტანეს ბინის საფასური, მერე გამოაცხადეს ბანკროტი. ერთ-ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე