
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ოჯახთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობდა, საიდანაც არაერთი ლამაზი კადრი გაგვიზიარა.
გარდა ამისა, ჟურნალისტის შვილს, რომელსაც დაბადების დღე იქ ყოფნის პერიოდში დაემთხვა, 7 წლის იუბილეც სწორედ ათენში გადაუხადეს.
დათო ლიკლიკაძე და მისი ოჯახი უკვე საქართველოში დაბრუნდნენ. ინფორმაციას ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„დავბრუნდით საქართველოში და თან წამოვიყოლეთ უამრავი ლამაზი მოგონება და შთაბეჭდილება. ათენი გარდა იმისა, რომ ცივილიზაციის აკვანია და ყველამ უნდა ნახოს, ამასთან არის ჩვენი ძვირფასი ემიგრანტების ერთ-ერთი მსხვილი თავშესაფარი.
საბერძნეთი, სადაც წლობით არიან ჩვენი თანამემამულეები და თავის დროზე (და ახლაც) ოჯახები გადაარჩინეს.
ბევრს შრომობენ, ბევრი გადაიტანეს მაგრამ არ გატყდნენ, არ დაეცნენ.
ქედს ვიხრი ყველა ემიგრანტის წინაშე, განსაკუთრებით ქალების წინაშე, რომლებიც არიან გმირები.
მადლობა ყველას იმ სითბოსთვის, რომელსაც იჩენთ ყველასთვის.
მადლობა თქვენ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, რა დროსაც ადამიანობის უამრავი მაგალითი გვიჩვენეთ“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2025 წლის თებერვალში ოცნებები აუსრულდებათ
⭕„რატომ უნდა შეწყვიტოთ შაქრიანი სასმელების მიღება ახლავე?“ - გიორგი ფხაკაძის განმარტება