Digest Logo

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას - ოჯახის განცხადება

1786865263
ბადრი ვადაჭკორია

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში, 14 აგვისტოს გარდაიცვალა.

ცნობილი გახდა სად და როდის დაკრძალავენ ფოტორეპორტიორს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს: 

„• საქართველოსა და თბილისზე 20 საიმიჯო ალბომის ავტორი და გამომცემელი
• ⁠ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტი
• ⁠დიპლომატი
• ⁠თბილისის საპატიო მოქალაქე
• ⁠ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე
• ⁠პრემია “ოქროს ფრთის” მფლობელი
• ⁠თბილისის მერიის საპატიო წოდება “თბილისზე მზრუნველი”
• ⁠დამსახურებული ჟურნალისტი
• ⁠უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მადლობის სიგელის მფლობელი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
• ⁠ა. როინაშვილის სახელობის საპატიო დიპლომის მფლობელი ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
• ⁠FINI-ს ლაურეატი
* საზღვარგარეთ ათეულობით ქვეყანაში ფოტოგამოფენების ავტორი

საქართველოზე, ადამიანებსა და ბუნებაზე შეყვარებული ადამიანი. მას ყველა უყვარდა…

ნამდვილი მეგობარი, კარგი მამა, კარგი მეუღლე, უბრალოდ სიკეთითა და პოზიტივით სავსე ადამიანი.

ბადრი ვადაჭკორიას პანაშვიდები გაიმართება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში (ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს ეზო) 16 და 17 აგვისტოს, 17:00 საათიდან.

გამოსვენება 18 აგვისტოს 14:00 საათზე.

დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არახელსაყრელია ქორწილი, კრედიტის მოთხოვნა, იურიდიული საქმეები...“ - 16 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 აგვისტოს საქართველოში