„სინანული და აღსარება ეს გახლავთ კურნება, რომელიც აღმოფხვრის ყველა ცოდვას“ - ამის შესახებ კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს.
„ყველა საეკლესიო წიგნი თუ სასულიერო პირი მოგვიწოდებს ცოდვაზე უარის თქმისკე. ეს რაღაც ახირება კი არაა.
ყველა ცოდვა აბნელებს გონებას, მერე ამ სიბნელეში გარყვნილი, შურიანი, აფერისტი, ლოთი, ანგარებიანი, ნარკომანი, ეგოისტი, აზარტულ თამაშებს აყოლილი და ა.შ.
თან ჰგონია, რომ შეუძლია შეიმეცნოს ყველა სიბრძნე, შეისწავლოს ყველა ენა, მიაღწიოს წარმატებებს და ა.შ.
მაგრამ ცოდვების, თავისი მანკიერებების გამო, ვერ ხედავს ნათესავს, მეგობარს, ვერც ადამიანს და ვერც ღმერთს, ვერც სხეულს და ვერც სულს.
ცოდვა ჩვენში ანადგურებს უმშვენიერეს სიკეთეს რაც გაგვაჩნია -ეს არის ნებისყოფა. თან ისე ანადგურებს რომ, თუ ცოდვილს ზოგჯერ გონება გაუნათდება და იგრძნობს, რომ იღუპება, მაინც ვერ იკავებს თავს რომ აღარ სცოდოს.
ჩვენ ყველანი ამ დღეში ვართ, ამიტომ ისიც უნდა ვთქვათ რით ვუშველოთ თავებს. სინანული და აღსარება ეს გახლავთ კურნება, რომელიც აღმოფხვრის ყველა ცოდვას.
სინანულს ზეციური მადლი და ისეთი განსაკუთრებული ძალა აქვს, რომ რჯულის დამრღვევთათვის მისაგებლის ძალას, რა რისხვაც ეკუთვნის ღვთისგან, იმას აღემატება.
სინანულის გამო არ უარყოფს ღმერთი შეცდომილს, ან განაგდებს მემრუშეს, ზურგს არ აქცევს ლოცთს, არ სძულს კერპთაყვანისმცემელი, არ უგულებელყოფს მაგინებს და ამპარტავანს, არამედ ელოდრება ყველა მონანულის შეცვლას.
სინანული არის ბრძმედი, ცოდვათაგან განმწმენდელი. ჩვენ ცოდვილებს, დარჩენილი წლები მხოლოდ სინანულისთვის გვეძლევა.
აქაც და გარდაცვალების შემდეგაც ძალიან დიდი უბედურება მოგველის ცოდვით დამძიმებულებს, და ამ უბედურების აცილება მხოლოდ სინანულით შეგვიძლია.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „აღვიმსთოთ წინაშე მისა აღსარებითა“. ცოდვის ცეცხლის ჩაცხრობა შესაძლებელია მხოლოდ სინანულის და ვედრების ცრემლით. მართალია ძალიან დიდი ცოდვით ანთებული ცეცხლი, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, მას ცრემლები აქრობს“, - წერს მამა ლევანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნახეთ, მაკა ზამბახიძის პიკანტური ფოტოები სანაპიროდან
⭕„ჩემო ყველაზე მაგარო გოგო, მიყვარხარ“ - გიორგი ცხადაძე მეუღლეს სალომეობას ულოცავს