ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ზამთარია,
არქტიკაში ხარ,
შეგიყვანე სადღაც,
გარეთ საშინელი სიცივეა, -40°.
დაგიდე ღუმელი, შეშა,
აგინთე ცეცხლი და წავედი.
– რა უნდა ქნა?!
– უნდა შეუკეთო.
ასანთი არ გაქვს, შეშა გარეთაა დასაჩეხი,
შენ რომ არ მოკვდე – ძალიან ბევრი უნდა იშრომო.
დილით რომ მინავლებული იქნება ცეცხლი – უნდა წამოხტე, შეუკეთო,
გახვიდე გარეთ, შეშა დაჩეხო, შემოიტანო, შეუკეთო,
რამდენი შრომა გიწევს...
და როგორც კი ამას არ აკეთებ – ეგ ცეცხლი ჩაქრება,
და ვეღარ აანთებ,
გაიყინები.
უფალი ამბობს – „ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რომ ეს ცეცხლი აწვე აღეგზნას“,
და ქვეყანა, რომელშიც ეს ცეცხლი უნდა აღეგზნას – ადამიანის გულია.
შენში ცეცხლი ანთია?!
თუ არ ანთია?!
თუ ბჟუტავს?!
თუ ბჟუტავს – მინავლებული ქრისტიანი ხარ.
ცეცხლი რომ ენთოს – უნდა იღვაწო“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი რუსუდან ზექალაშვილი - „ძნელია ამაზე წარსულში წერა!“