Digest Logo

🎥 „თუ ფეხმძიმობა განწირულია, აუცილებლად დასრულდება, ამჟამად ძალიან ცუდად ვარ“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი

1700640462
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, ინსტაგრამზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ტელეწამყვანი ფეხმძიმედაა, ნუკი და ბენი მეორე შვილს ელოდებიან.

როგორც ნუკი ვიდეოში ამბობს, მას რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და ამჟამად მკურნალობს, სხვა ფეხმძიმე ქალბატონებს კი ექიმთან ვიზიტს ურჩევს.

„რამდენიმე დღეა არ ვარ აქტიური, მინდა ამაზე ვილაპარაკო.. მაქვს სისხლდენა,  ამბობენ, რომ შეიძლება ეს იყოს მუცლის მოშლის საშიშროება/მიზეზი.

არასდროს არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე, არადა ხშირი ფაქტია. ამბობენ, რომ თუ განწირულია ფეხმძიმობა, აუცილებლად დასრულდება რაც არ უნდა ხელი შეუწყო. ამჟამად ძალიან ცუდად ვარ, წამლებზე ვარ და ბევრი ტკივილი მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ქალებო, თუ გაქვთ სისხლდენა, აუცილებლად მიდით ექიმთან“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„პირველივე ლაივზე ვთქვი, რომ ეს გოგო არის ვოისის გამარჯვებული“ - რას წერს ნინი შერმადინი

🔵🎥 „არასდროს განმსჯიდი და ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი, გილოცავ“ - ნატალია ყიფშიძის ემოციური მილოცვა მამას