Digest Logo

„თუ კორუფციის სიძულვილი გინდათ რომ გვასწავლოთ, ქალების სიძულვილს ნუ გვასწავლით“ - ბაია პატარაია „მთავარ არხს“ მიმართავს

1694349808
ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში „მთავარ არხს“ უპირისპირდება:

„რაღაც უგემოვნო ვიდეოთი, სადაც ვითომ მინისტრების ცოლები გამოდგა კორუფციის სახეხატად, ისევ ვერ მოზომა და ისევ მიზოგინიაში გადაეშვა.

თუ კორუფციის სიძულვილი გინდათ რომ გვასწავლოთ, ქალების სიძულვილს ნუ გვასწავლით, შენი ჭირიმე რა... ვერსადოდეს ვერ ამოვძირკვეთ ეს ფარული თუ ღია ზიზღი ქალების მიმართ, ყელშია უკვე... თქვენით თუ ვერ ხვდებით, ვინმეს მაინც ჰკითხეთ.

ვიდეოს შეგნებულად არ ვაზიარებ.

დამატება: ქალობის, პრანჭვის, დიასახლისობის და შინ შრომის გამასხარავება ეს ვიდეო ჯერ და მერეღა ვინმე ნუნუკასი. ვინც ამდენს ვერ ხვდებით, იმეცადინეთ სექსიზმის და მიზოგინიის არსში. კორუფციის მაგივრად ქალებს და ქალობას ნუ დასცინებთ“, - წერს ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

„დანაკლისია ქვეყნისთვის“ - დავით ანდღულაძე გარდაიცვალა

„დასრულდა მარტო ყოფნა სახლში, ახლა ისევ დიდი ოჯახი ვართ“ - რას წერს გურამ შეროზია