ნანი ბრეგვაძე, ქართული სცენის უბერებელი ლეგენდა და მეოცე საუკუნის საესტრადო მუსიკის სიმბოლო, იუბილარია. იგი 90 წლის გახდა.
მისი დახვეწილი სტილი, განსაკუთრებული არისტოკრატიზმი და დაუვიწყარი ხმა ათწლეულებია ატყვევებს მსმენელს.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს თბილისში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა.
1961 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს კლასით დაამთავრა.

სასცენო მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.
1959–1964 წლებში იყო სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი.
1964 წელს იგი გახდა ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი, რომელთან ერთადაც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა.
იმავე წელს იგი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელიც პარიზის საკონცერტო დარბაზში „ოლიმპია“ წარდგა მაყურებლის წინაშე.

1980 წლიდან მან დაიწყო წარმატებული სოლო კარიერა კონცერტმაისტერ მედეა გონგლიაშვილთან ერთად. იგი მიჩნეულია რუსული და ბოშური რომანსების საშემსრულებლო კულტურის აღორძინების პიონერად.
ნანი ბრეგვაძე არის საქართველოსა (1974) და სსრკ-ის (1983) სახალხო არტისტი.
მიღებული აქვს:
▪️ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
▪️ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენები
▪️საქართველოს არაერთი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) საპატიო მოქალაქეობა.
▪️2001 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ საზეიმოდ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორ გიხდება ეს ფერი...“ - თამო ვაშალომიძე მონაკოში მოგზაურობს
🎥 „ქვიშა, ოკეანე, მზე...“ - ლიზა ყენია საცურაო კოსტიუმში პოზირებს
⭕„ქუთაისი აღგვამაღლებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები