Digest Logo

„უფალს შენდობას სთხოვდა, როცა ტარიელის ხელში ოთხი სანთელი თავისით აინთო“ - რას წერენ ტარიელ ხარხელაურზე

1700575024
ტარიელ ხარხელაური

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, პოეტ ტარიელ ხარხელაურთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

როგორც მოქალაქე წერს, ტარიელ ხარხელაურის ხელში, ლოცვის დროს, სანთლები თავისით აინთო.

„საოცარი , დაუჯერებელი ამბის მომსწრე გავხდით რამდენიმე წუთის წინ: ბაგრატის ტაძარში მოსალოცად ავედით ბატონ ტარიელ ხარხელაურთან და მის მეუღლესთან - ქალბატონ მარინასთან ერთად. ბატონი ტარიელი ჯვარცმასთან იდგა და უფალს შენდობას სთხოვდა, უცებ, მის ხელში, რომელშიც სანთლები ეჭირა და ახლოსაც კი არ იყო სასანთლესთან, ერთბაშად ოთხი სანთელი თავისით აინთო.
დიდება უფალს...არ ვიცი რა ვთქვა...ბატონი ტარიელი, ქალბატონი მარინა და ყველანი გაოგნებულნი ვართ...
შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...
ამ ამბავს მრავალსიტყვაობა არ უხდება...უფალი ხილულ სასწაულებს მოუვლენს რჩეულთ...“ - წერს იზა ვეფხვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „პალატაში ვარ, 2 საათში ოპერაციას გავიკეთებ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თი მაჭავარიანი

🔵🎥 ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ია ფარულავას და მიხეილ სააკაშვილის კლასელები წლების შემდეგ