უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელიც ბათუმში უნდა გაიმართოს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. აქტივისტები ამბობენ, რომ მათ და უკრაინის მოქალაქეებმა მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის მიმართეს.
მათი თქმით, მერია თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით ულტიმატუმი წამოაყენეს – არ ეხსენებინათ აქციაზე ომი, რუსეთი და ოკუპაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში – აპარატურას არ მისცემდნენ. ამის შესახებ აქტივისტმა ნიკა ქაშიბაძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და მომღერალსა და ბათუმის მერის მოადგილეს სოფო ხალვაშს საჯაროდ დაუპირისპირდა.
„ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის გითქვამთ, ისე იზეიმეთ ბათუმში დამოუკიდებლობის დღე, ომი არ ახსენოთო, ტურისტები რომ არ გაღიზიანდნენო.
ასე გამოიყურება ჩემთვის სამარცხვინო საქციელი და უნდა იცოდე, რომ ხვალ საყვარელი სოფო კი აღარ იქნები, ქოცების მონად ჩაგთვლის ყველა. უკრაინაში ომია სოფო!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ჩემ რუს მეგობრებს, მეტწილად მუსიკოსებს, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ...“ - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი