ილია თოფურია კვლავ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად მიზეზი არც ახალი ბრძოლაა და არც UFC-ის საჩემპიონო ქამარი. ქართველი მებრძოლის პირადი ცხოვრების შესახებ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც უკვე უცხოური მედია აქტიურად აშუქებს.
მათი ინფორმაციით ილიას ახალი რჩეული ჰყავს, რომელიც მოცეკვავე და მოდელია. როგორც ირკვევა, საუბარია ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე ლინა სიჭინავაზე, რომელსაც სოციალურ ქსელში ქორეოგრაფმა ნინო სუხიშვილმა მიმართა:
„ლინა, ჩემო ლამაზო, უსაზღვროდ გახარებული ვარ იმ სიახლით, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება. სულ ასეთი მომღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი მუდამ, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე. ულევ სიყვარულს გისურვებ!“, - წერს ნინო სუხიშვილი.
საქართველოში ვიზიტის დროს, ილია თოფურია „სუხიშვილების“ ანსამბლს ესტუმრა და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა.
გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, როგორ კოცნის თოფურია სიჭინავას ლოყაზე. სოციალური ქსელების მომხმარებლების ცნობით, ფოტო თავდაპირველად ან ილია თოფურიას, ან ლინა სიჭინავას Instagram-ის Close Friends ისტორიაში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი საჯაროდ გავრცელდა.
არც ერთ მათგანს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ შესაძლო ურთიერთობაზე საუბრობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დილით თბილი წყლის დალევა ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს? - რას ამბობენ ექიმები