აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი აცხადებს, რომ იშვილებს 5 ბავშვს, რომელსაც საცხოვრებლით და პირობებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩემს „ფეისბუკ“ გვერდზე დავპოსტე და ვთქვი, რომ ვიშვილებდი 5 ბავშვს.
არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელია, ქართველია, რუსია თუ ა.შ,
არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და მის უნარებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, მივცემ განათლებას, გავზრდი, როგორც იქნება დავეტევით“, - ამბობს ნინი შერმადინი.