ია ფარულავა გადაცემა „ფარულ კონვერტს“ ახლა უკვე „ფორმულას“ ეთერში წაიყვანს. ამის შესახებ იას „ინსტაგრამიდან“ ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, გადაცემა 4 აპრილიდან გავა ეთერში. პირველი გადაცემა იამ უკვე ჩაწერა და მისი სტუმარი, ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
„ახლა ვინც დაიბნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ არხზე გადის ია ფარულავას კონვერტი.
1. რუსთავი 2-ზე დარჩა 2 გადაცემა და ის გავა კვირას 11 საათზე
2. მარაოზე იმეორებენ ძველ გადაცემებს ტრადიციულად
3. აი ფორმულაზე კი ორშაბათობით საღამოს 10 საათზე გავა ახალი კონვერტი .
ასეა ბატონო რაც მეტი ვიქნები მით უკეთესი…”, - წერს ია ფარულავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი