Digest Logo

„ვუთხარი, რომ მეც არ გადმოვმხტარვარ - მეთქი, დავდეთ პირობა ერთად აგვესრულებინა ეს ჩანაფიქრი“ - რას წერს ნიკოლოზ ხაჩიძე მედეა ლორთქიფანიძეზე

1723209757
მედეა ლორთქიფანიძე

ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე გამოეხმაურა და გარდაცვლილ მსახიობს ემოციური პოსტით დაემშვიდობა.

„სიკვდილის? არ მეშინია! ერთადერთი ოცნება დამრჩა, პარაშუტით მინდა გადმოვხტე” - ეს იყო მედეა ლორთქიფანიძესთან ჩაწერილი ჩვენი ინტერვიუს ბოლო ფრაზა და როცა ვუთხარი, რომ მეც არ გადმოვმხტარვარ - მეთქი, დავდეთ პირობა ერთად აგვესრულებინა ეს ჩანაფიქრი. 

მაშინ ფეხზე პრობლემა ჰქონდა და დავთქვით, როგორც კი უკეთესად იქნებოდა ოცნება რეალობად გვექცია, მაგრამ, სამწუხაროდ დაპირება ვერ შესრულდა..

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, ყველასათვის საყვარელი მანანა ბებო, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა“, - წერს ნიკოლოზ ხაჩიძე.

მსახიობი ცოტა ხნის წინ გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

„ისეთ პირობებში ვცხოვრობდი, თავის ჩამოხრჩობა მინდოდა“, - აღნიშნავდა მსახიობი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტექნიკური შეცდომა უფრო იყო, ვიდრე ტაქტიკური...რომ  გადავხედე ჩემი დომინაცია ჩანდა...“ - რას ჰყვება ილია სულამანიძე?

🎥 „მოგზაურობა ორ სამყაროში“ - ნინუცა ორჯონიკიძე ახალ ვიდეოს გვიზიარებს

⭕15:12 საათზე ლომში ახალმთვარეობის პიკია - დღეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდება