მუსიკოს და ტელეწამყვან გია ბაღაშვილმა შვილებთან ერთად რომში იმოგზაურა. შთამბეჭდავ კადრებს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და გამომწერებს მიღებულ ემოციებს უზიარებს.
„ჩემი ნინი და ლიზა პირველად მყავდა რომში. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე „მარადიულმა ქალაქმა". მოეწონათ ყველაფერი, თუმცა განსაკუთრებით აღფრთოვანდნენ ვატიკანის მუზეუმითა და წმინდა პეტრეს ტაძრით. კიდევ ერთი რამ ჩარჩათ გულში განსაკუთრებულად - საქვეყნოდ ცნობილი და მართლაც უგემრიელესი რომაული ნაყინი.
ნათქვამია, ყველა გზა რომში მიდისო, მაგრამ ჩვენი გზა, საბედნიეროდ, ყოველთვის სამშობლოში ბრუნდება და აი, უკვე დავუბრუნდით მშობლიურ, უთბილესსა და უსაყვარლეს ქალაქს - ჩვენს თბილისს!“, - წერს გია ბაღაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„პენსიის საკითხს მოვაგვარებ და ჩამოვალ. მადლობელი ვარ ამერიკის“ - ცუცა კაპანაძე
„უამრავი ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა და შვილები დარჩათ...“ - რას ჰყვება სალომე გოგიაშვილი