Digest Logo

ზურა ზვიადაურის შვილი 1 წლის გახდა - ფოტო

1675244039
ზურა ზვიადაური

რამდენიმე თვის წინ სპორტსმენი ზურა ზვიადაური მამა გახდა, მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს.

აღსანიშნავია, რომ წყვილს პატარა 17-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა. 31 იანვარს მართა 1 წლის გახდა. ოჯახის ახლობელმა, დავით დვალიშვილმა პატარას საჯარო პოსტი მიუძღვნა და რიგით მეორე ფოტო გამოაქვეყნა.

„დღეს, უსაზღვროდ სასიხარულო დღის და ბედნიერების თარიღია ორ უჯიგრეს ადამიანისათვის, ზურას და მისი მეუღლის, ხათუნასათვის.

17 - წლის ლოდინის, სიყვარულის, ბევრი ცხოვრებისეულ გამოცდის და ლოცვების შემდეგ, უფლისგან აი, ასეთი საოცარი საჩუქარი მიიღეს. დაიბადა პატარა პრინცესა გოგო მართა ზვიადაური.

მართა დაიბადა, ჩვენი უდიდესი მეფის, წმინდა თამარის ხსენების დღეს. ვინც ამ სასწაული დღის მომსწრეები გახდნენ, იციან, თუ რა სიხარულის და რა ბედნიერების დღე იყო.

ეს ნამდვილი სასწაული იყო, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ. ზურა და ხათუნა, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ოცნების და აზრის მოვლინებას, მართას დაბადების დღეს!!! 

გისურვებთ უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას, სიხარულს და უბედნიერეს ცხოვრებას, კიდევ 100 წელი 

ეს სახელი, უსაყვარლეს ძმისშვილს, მართას, უსაყვარლესმა ბიძამ, ზვიადიმ მიანიჭა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრინცესა მხოლოდ ჩაისახა“, - წერს დავით დვალიშვილი.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი...“ - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძის დედა

🔵🎥 „თვალები გყიდით... უბრალოდ როგორ უხდებით? იაზრებთ?“ - ოთო ფოლადაშვილის და ჯულიანა ბარ-გნარის რომანტიკული ვიდეო

🔵„მიყვარს და მენატრება ის დრო...“- რა ფოტოს აქვეყნებს ლელა წურწუმია