Digest Logo

2-ჯერ შექმნილ ოჯახი, ნარკოდამოკიდებულება, „ბაბნიკური“ ცხოვრება და შვილები - ილო ბეროშვილის უცნობი ამბები

1627385245
ილო ბეროშვილი

ახალგაზრდა მსახიობი - ილო ბეროშვილი წლებია ეკრანზე ჩანს და მუდმივად ახერხებს იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 

მსახიობი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, თუმცა როგორია მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა, ვინ არის მისი მეუღლე და სხვა აქამდე უცნობ ამბებს დღეს „დაიჯესტი“ მოგიყვებათ. 

ილო ბეროშვილი და ნელი აგირბა

მსახიობმა პირველი ოჯახი „კურიერის“ ყოფილ წამყვანთან, ნელი აგირბასთან შექმნა, მათ 2 საერთო შვილი ჰყავთ, თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. დღეს ორივეს ახალი ოჯახი აქვს.

როგორც ილო ბეროშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მისი ყოფილი მეუღლის გათხოვება, არც ისე მარტივი გადასატანი იყო, რადგან ნელის მეუღლესთან ილო მეგობრობდა.

„ბევრ რამეს ვნანობ. სტრესია გაშორება, ძალიან რთულია ამ ამბის გადატანა. მე ჩემებურად გადამქონდა: წახვალ, იქ გოგოებს შეხვდები, არაყს დალევ, გულს გადააყოლებ, თორემ ის მომენტი არასდროს ყოფილა, ნელი არ მყვარებოდა. ორი წელი გავიდა და არავისთან მქონია ურთიერთობა, იმიტომ რომ ნელის მერე ეს ძალიან რთულია, იმდენად ღრმა და კარგი ადამიანია და იმდენად შეწებებულები ვიყავით. იმხელაზე აქვს თამასა ამაღლებული, რომ ძნელია იმის მერე ისეთი გოგოს პოვნა, რომ ურთიერთობები დაიწყო... ხშირად ვფიქრობ, რომ ნეტავ ერთ-ერთს გვებრძოლა, გვქონოდა ძალა ან მეტი დრო მქონოდა, შეიძლება, არ მომხდარიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა...“- ამბობდა ილო ბეროშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

– ეჭვიანობის მომენტები არ გქონდათ?
– ნელი ეჭვიანობდა გოგოებზე, ვინმე კონკრეტული გოგო არ ყოფილა. რაც ნელისთან ერთად ვიყავი, მისთვის არასდროს მიღალატია. როგორც კი გავშორდით, დავიწყე „ბაბნიკური“ ცხოვრება, ისევ და ისევ, იმიტომ რომ, ძალიან რთული გადასატანი იყო, იმიტომ რომ ნელი მიყვარდა, მასაც ვუყვარდი და ძალიან გვიჭირდა, ბევრს ვიბრძოდით, მაგრამ ასე მოხდა...

ილო და ანი

ილო ბეროშვილის მეორე რჩეული მსახიობი - ანი ბებია.

„ანი ახლა როგორც მეყვარება, ისე მეყვარება სულ, გინდა დაქორწინებულები ვიყოთ და გინდა – არა. იმდენად ჩემი მეორე ნახევარია, რომ ორი საათით როცა ვერ ვხედავ, თავს ხეიბრად ვგრძნობ“,- ამბობს ილო ბეროშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„მე და ილომ ერთად იმდენი რამ გავიარეთ, რომ ასე მგონია, 10 წელი ვართ ერთად. ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თვითონ ილოს როცა მოუნდება და ამის დრო დადგება, თავად ისაუბრებს საჯაროდ.

მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი!

ვთვლი, რომ ურთიერთობაში ერთი მხრიდან არასოდეს უშვებენ შეცდომას. ერთი როცა უშვებს შეცდომებს, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია მეორის მხრიდანაც. არ მინდა, პრობლემებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე შევძელით, ყველაფერი გადაგველახა და ბედნიერები ვყოფილიყავით.

რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში ცუდი პერიოდიც გვქონია, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. დღეს ჩვენს ურთიერთობაში ძალიან კარგი ეტაპია,“- ამბობს ანი ბებია.

წყვილს საერთო შვილიც შეეძინა და მას ჯერი დაარქვეს.

ნარკოტიკზე დამოკიდებული ილო ბეროშილი

ტელეწამყვანმა და მსახიობმა ილო ბეროშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო.

მისი თქმით, ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც გარკვეულ პროცედურას ატარებდა. მან 6-საათიანი კომა გამოიარა, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაენებებინა. მისივე თქმით, 3-5% იყო რისკი, რომ ვერ გაიღვიძებდა.

„ანი კარს მიღმა მელოდებოდა, უნდოდა შემოსვლა, მაგრამ არ შეიძლებოდა. რომ გავიღვიძე საშინლად ვიყავი, ვყვიროდი და ვერ ვჩერდებოდი. მერე სახლში წამიყვანეს მამაჩემმა და ანიმ, პამპერსებში ვიყავი და ანი მივლიდა", - ამბობს ილო ბეროშვილი.

ყველა ადამიანთან, რომელიც ამ ცდუნებასთან მაკავშირებდა, ურთიერთობა გავწყვიტე. ახალი ნაცნობები გავიჩინე, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ. კუს ტბაზე ვარჯიში დავიწყე და იქ ბევრს დავუმეგობრდი. ვერ ვიტყვი, რომ ახლა იდეალურ ფაზაში ვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი რაღაცები უკვე მოვიშორე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

23-წლიანი თანაცხოვრება, პრობლემები ცოლთან, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და კარიერა - ლევან ყოჩიაშვილის აქამდე უცნობი ამბები

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

მარტოობა 41 წლის ასაკში, მდიდრული სახლი და კარიერა - ნინო გაჩეჩილაძის პირადი