დღეს, 30 ოქტომბერს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის დიეგო არმანდო მარადონას დაბადების დღეა. არგენტინელ ლეგენდას 66 წელი შეუსრულდებოდა.
1960 წელს დაბადებული ფეხბურთელი მილიონობით გულშემატკივრისთვის ფეხბურთზე ბევრად მეტს ნიშნავს. იგი იყო ნიჭის, ემოციისა და გამარჯვების დაუვიწყარი სიმბოლო.
მისი კარიერის უმთავრეს მწვერვალად 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქცა. მარადონამ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა, თავად კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა.
ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მეოთხედ ფინალში გატანილი ორი გოლი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: