ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში წარმატებულია.
რამდენიმე წლის წინ მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილებთან, აივი-ნიკოლთან და ავასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.
ფოტომოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილის უფროსი შვილი, აივ-ნიკოლი იუბილარია. გოგონა 2 წლის გახდა.
ნანუკა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დღეს აივის დაბადების დღეა!!! ვიღებთ თქვენ გამოგზავნილ ყველა სიტყვას და სურვილს, იბედნიერე ჩემო ყველაზე დიდო კაშკაშა ვარსკვლავო მთელი მსოფლიო და გალაქტიკა შენია.
პატარა დიდი ადამიანი რამხელა ძალა აქვს დედის ხედვას და სურვილს კი მოგეხსენებათ რაც ჩავიფიქრე ყველაფერი შენშია და ყველა სურვილი აგსრულებოდეს, ბედნიერებაა შენი დედობაა ყველაფერს ვიზამ ის სიკეთე ის უნიკალურობა რაც შენშია და ვინც შენ ხარ ბოლომდე შეგინარჩუნო და არაფერში დაგაბრკოლო მთელი სამყარო ხელგაშლილი გელოდება და უყვარხარ!
მადლობა მეგობრობისთვის და არჩევისთვის აივი ყველაზე უნიკალურო მსოფლიო ვარსკვლავო.
პს: არასდროს მოგერიდოთ საყვარელი ადამიანის სახალხოდ შექება და სიმართლის დაწერა თქვენზე კარგად მას მაინც არავინ იცნობს და გააცანით სამყაროს”, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „უმარტივესიდან დავიწყეთ“ - რუსკა ქარქაშაძე ქმარს საჭმლის კეთებას ასწავლის
🔵 ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ - სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია