30 წლის სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ამჯერად თმის მკვეთრად გაღიავებული ფერითა და განსხვავებული ვარცხნილობით გამოჩნდა, მისმა ახალმა იმიჯმა კი სოციალურ ქსელებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
გარდა იმიჯის ცვლილებამ, ამ პოსტმა დიდი ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მოდელმა ოფიციალურად წარადგინა საზოგადოების წინაშე ახალი რჩეული, ნეითან ლეისი.
აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხუმრობა და მას თმის ფერი არ შეუცვლია.
„ცხადია, ეს იყო ჰელოუნის პარიკი. თმის ასე გაკეთება მეზარებოდა“,- დაწერა მან „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ სთორიში.

აღსანიშნავია, რომ ბელა ჰადიდი წლების განმავლობაში მუქ თმას ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივად ღია ფერის თმა აქვს. 2025 წლის მაისში, კანის კინოფესტივალისთვის, მოდელმა თმა გაიღიავა. მის ახალ ვარცხნილობაზე ცნობილმა კოლორისტმა, ჯეიკობ შვარცმა იმუშავა.
ნახეთ, ფოტოები 👇





⭕ ასევე დაგაინტერესებთ: