მსახიობმა ილო ბეროშვილი თათია შარანგიას „სთორიში“ თავისი პირველი ქორწინების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ტელეწამყვან ნელიკო აგირბასთან აკავშირებდა.
ილო ბეროშვილი:
„როცა გრძნობები აღარ არის, მაგ დროს თითქოს რაღაცები თავისითაც ლაგდება, მეც არეული ვიყავი… ბავშვებს აღარ უნდა მიაყენო ტრავმა, როცა თქვენ ერთმანეთს უკივით და უწივით. ბავშვებისთვის ეს ყოველთვის მტკივნეულია. ამას ჯობია, ძალიან ცივილიზებულად დაშორდეთ ერთმანეთს. მეორე უკიდურესობაა, როდესაც ცხოვრობთ უსიყვარულობაში და ერთმანეთს ერჩით…“
კითხვაზე, რა ემოცია გამოიწვია, როცა ნელიკომ მეორედ შექმნა ოჯახი, ილომ ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა, რთული იყო, ოღონდ იმ მხრივ, რომ ჩელე ჩემი მეგობარი იყო. მე ასე ვუყურებდი ამ საკითხს თავიდანვე, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გარემოში იქნებოდნენ ბავშვები. ანი იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბავშვები გავაცანი. მქონია სხვადასხვა სახის ურთიერთობა მანამდე, მაგრამ ამას სიფრთხილით ვეკიდებოდი და მინდოდა, ბავშვებს გაეცნოთ ის ადამიანი, ვის მიმართაც ნამდვილად მქონდა გრძნობები და სერიოზული ურთიერთობა მაკავშირებდა. სხვისთვის არავისთვის გამიცნია ბავშვები. ჩემს შვილებს უყვარდათ ჩელე და ეს იყო ჩემთვის მთავარი, მშობელი ხარ და გინდა, შენი შვილები ბედნიერები იყვნენ. უსიამოვნო იყო ის, როცა ადამიანთან მეგობრობ და მერე… კი, უკვე ორი წლის გაშორებულები ვიყავით, როცა მან მითხრა, ნელისთან ურთიერთობა მაქვსო… მე ვუთხარი მაშინვე, რაზეა ლაპარაკი-მეთქი… ყველა ვარიანტში, როცა ორი შვილი გყავთ და ოჯახი იშლება, ეს მტკივნეული პროცესია და შემდეგ, იმ ადამიანთან ერთად არის, ვინც შენი მეგობარი იყო, ესეც არ არის სასიამოვნო მომენტი, მაგრამ თუ ამის საპირწონედ დევს, რომ კარგად არის და ბედნიერად, ეს არის მთავარი…“