მოდელი და ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.
ჯანეტმა გაგვიზიარა ფოტო, სადაც მეუღლესთან ნოე სულაბერიძესთან და უფროს შვილთან - ანნასთან ერთად არის.
„დროო, გთხოვ, შეანელე. ჩემი პატარა გოგონა ძალიან სწრაფად იზრდება...“, - წერს ჯანეტი, პატარა ანნას ფოტოზე.
ჯანეტის მეუღლე, ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „ცეკვავენ ვარსკვლავები“. იგი ასევე, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას „პრაიმ შოუ“ უძღვება.
ნოეს და ჯანეტს სამი შვილი ჰყავს, წყვილმა ოჯახი 2019 წელს შექმნა და მათ სამი შვილი ჰყავთ. მათი ოჯახი სოცქსელებში რეიტინგის სათავეებში წლებია არის და გამომწერებს როგორც პროფესიულ სიახლეებს, ისე პირადი ცხოვრებისა და მოგზაურობის ამსახველ თბილ კადრებს ხშირად უზიარებს.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ოქტომბრის ნუმეროლოგიური პროგნოზი - რა ცვლილებები ელოდებათ სხვადასხვა რიცხვში დაბადებულებს
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით