ილია თოფურიასა და ქართველი მოცეკვავისა და მოდელის, ლინა სიჭინავას, შესაძლო ურთიერთობაზე სოციალურ ქსელში ილია თოფურიას ოჯახის ახლობელი წერს.
მისი განცხადებით, წყვილი ერთად არის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არც ილია თოფურიას და არც ლინა სიჭინავას პირადად არ დაუდასტურებია.
ამასთან იგი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პირადი ცხოვრების შესახებ შეფასებებისგან.
„დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან.
(არ იფიქროთ, ან ლინამ ან ილიამ დამიდასტურა).
ილიას ხომ ყველა იცნობთ?
ჩემი გვარის, ჯიშის და სრულიად ერის საამაყო ქართველია.
ლინა ზუგდიდელი, საოცარი ოჯახის წარმომადგენელი,სუხიშვილების ანსამბლის ახალი თაობის მოცეკვავე/მსახიობი და მოდელია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხა. 12 წლიდან მისი შემოსავალი აქვს და იცის შრომის ფასი.
ადამიანის წარსულის გამოცდილება, მისი აწმყოს აუგად მოსახსენებელი მოტივი არ არის.
სიყვარულში ასაკობრივ სხვაობაზე ხაზის გასმა , როცა ზრდასრულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, უზრდელობა და სხვის საქმეში ცხვირის დაუკითხავად ჩაყოფაა.
სხვისი ბედნიერების მიმღებლობა, საკუთარი ცხოვრების უკეთ წარმართვის გარანტის დასაწყისია.
დაიმახსოვრეთ, რეიტინგისთვის ყველაფერზე ნუ წახვალთ.
ნუ გაიმეტებთ ადამიანებს ისეთი მდგომარეობისთვის, სადაც თავად არ გსურთ ყოფნა.
ნუ იგონებთ.
ნუ სწამებთ ცილს.
ნუ იტყუებით.
ნუ ტკენთ.
ისწავლეთ გაზიარება სიხარულის
დანარჩენს მერე მოგიყვებით“, - წერს ოჯახის ახლობელი.
