Digest Logo

„ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ურთიერთობებში შესვლა და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმე...“ - ნატალია ყიფშიძე

1681219244
ნატალია ყიფშიძე

მსახიობ გიორგი ყიფშიძის შვილი - ნატალია ყიფშიძე გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას პირადის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლა მარტო ყოფნას არჩევს.

👉„ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ამ კედელივით ეს არ წაიშლება“ - რა წერილი დაუტოვა ნატალია ყიფშიძემ მამას

მისი თქმით, ურთიერთობები პატარა ასაკიდან დაიწყო და თავის თავს კარგად ვერ გამოხატავდა.

„მარტო ვარ. უკვე დიდი ხანია, ეს ნაბიჯი გადავდგი – გადავწყვიტე, მარტო ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ ურთიერთობებს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმე. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ურთიერთობებში შესვლა, მანამ, სანამ ბოლომდე ჩამოვყალიბდებოდი.

მივხვდი, რომ ყველა ურთიერთობაში ვირეკლავდი იმ ადამიანის რაღაც ნაწილს. რაღაც მომენტში გავაანალიზე, რომ ჯერ ჩემი თავი უნდა ჩამომეყალიბებინა, საკუთარი თავი უნდა მეპოვა, რომ ახლა ჩემს თავთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და არა ბიჭთან ერთად.

მაქვს დღეები, როდესაც მეგობრებსაც არ ვნახულობ და დროს მხოლოდ საკუთარ თავს ვუთმობ. ვეკითხები: რა გინდა დღეს – რას შეჭამ, რას მოუსმენ, რას გააკეთებ? ნელ-ნელა ვყალიბდები და როდესაც ბოლომდე ჩამოვყალიბდები, მერე, როცა ჩემ გვერდით იქნება, ასევე, ჩამოყალიბებული ადამიანი, ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს და ასე უფრო საინტერესო იქნება.

მგონია, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა ურთიერთობები, მაგრამ საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს არ ვნანობ. თუნდაც ისეთს, რაც ადამიანებმა შეიძლება, შეცდომად ჩათვალონ. ყველაფრისგან დიდ გამოცდილებას ვიღებ და დროს არ ვუთმობ იმაზე დარდს, რა იქნებოდა სხვანაირად რომ გამეკეთებინა. ის ურთიერთობებიც რომ არ გამომეცადა, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი“, - ამბობს ნატალია ყიფშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რუსკა ქარქაშაძის რომაული არდადეგები

🎥 „უდიდესი მადლიერი ვარ დედაჩემის, რომელმაც მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა“ - ნუცა ბუზალაძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?