Digest Logo

🎥 „გეგმაში მქონდა, სხვისთვის გამეცნო“ - როგორ გაიცნო თინათინ წულაძემ და ბუბა ჭოღოშვილმა ერთმანეთი? წყვილი პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა

1778222895
- ბუბა ჭოღოშვილისა და თინათინ წულაძი

თეატრი, მეგობრის დაბადების დღე და ჩაშლილი გეგმა -  ქორეოგრაფი თინათინ წულაძე და მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი საზოგადოებას თავიანთი ურთიერთობის დაწყების საინტერესო დეტალებს პოდკასტში „ჩვენ“ უზიარებენ.

წყვილის პირველი შეხვედრა თეატრში მოხდა, თუმცა თავდაპირველად მათ შორის მხოლოდ შორეული ნაცნობობა არსებობდა.

წამყვანის კითხვას: როგორ იქცა კოლეგიალური ურთიერთობა დიდ სიყვარულად? - წყვილმა სახალისო პასუხები გასცა.

თინათინ წულაძე: „ბუბა არის „სახელოსნო 42“-ის მსახიობი და მე გავიცანი იქ, ასე შორიდან ვიცნობდი, თუმცა ახლოდან გაცნობა სწორედ ამ თეატრში მოხდა. გვქონდა გადასარევი ურთიერთობა ასე შორიდან, ვმეგობრობდით. არასდროს მიფიქრია სხვა ურთიერთობაზე. ყოველთვის ვთვლიდი, რომ გადასარევი ბიჭი იყო, თუმცა ამ თვალით არასოდეს შემიხედავს“.

ბუბა ჭოღოშვილი: „პირველად ქასთინგზე ვნახე, რომ შევედი შევამჩნიე თუმცა, არ ვიცოდი ვინ იყო. იჯდა თავისთვის, სიცხიანი. (იცინიან) შემდეგ სოციალურ ქსელში დავამატე“.

როგორც თინათინ წულაძე აღნიშნავს, თეატრში პირველი შეხვედრის შემდეგ, მალევე დამეგობრდნენ და მეგობრის დაბადების დღეზე ერთად წავიდნენ. 

თინათინ წულაძე: „გეგმაში მქონდა, რომ სხვისთვის გამეცნო - ასე ვფიქრობდი. დაბადების დღეზე ის ადამიანიც უნდა ყოფილიყო და ბუბაც. აი, ასეთი გეგმა მქონდა“.

ნახეთ ვიდეო: 

ცნობისთვის, თინათინ წულაძე ქორწინებაში უკვე იმყოფებოდა, გიორგი კოტეტიშვილთან. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ.

ბუბა ჭოღოშვილი ურთიერთობაში იმყოფებოდა მომღერალ ნანკა გვარიშვილთან, რომელთა ურთიერთობაც მოულოდნელად დასრულდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აიღეთ ვარდისფერი ლენტი და ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც გათავისუფლებას და სიყვარულს უკავშირდება...“ - ვენერას რიტუალი, რომელიც 8 მაისს უნდა ჩაატაროთ

⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი