Digest Logo

გვანცა დარასელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - „ჩემი საუკეთესო მეგობარი“

1754400166
 გვან­ცა და­რა­სე­ლია

ტელეწამყვანი და მოდელი გვან­ცა და­რა­სე­ლია 3 წე­ლია, რაც ეკ­რა­ნი­დან გაქრა. ეს პე­რი­ო­დი მან ოჯახ­სა და ოჯა­ხურ ბიზ­ნესს მო­ახ­მა­რა. გვანცა დარასელია ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვისპირეთში ატარებს. იგი ოჯახთან ერთად ისვენებს და სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ახალ კადრებს უზიარებს.

„ჩემი საუკეთესო მეგობარი.“

ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„ჩემი ტკბილი გოგოები“, 

„საუკეთესო დედა შვილი“,

„ბედნიერი დღეები გქონდეთ“, 

„კარგი დასვენება“, - წერენ კომენტარებში. 

„ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ. უფროსი ბიჭი 11 წლის არის და განსაკუთრებით მას სჭირდება ჩემი და მამის თანადგომა. ძალიან დამოუკიდებლად ვზრდი, გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევ. ვცდილობ, ვიყო მისი კარგი მეგობარი, რომ ვიცოდე ყველა მისი ფიქრი და ემოცია. გოგონა 5 წლის არის. მას ჯერ კიდევ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ჩემზე.

გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი, კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში" - ამბობდა გვანცა დარასელია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნახეთ ფოტოები 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - მსახიობის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

„საქართველოს სიამაყე!“ - რა კომენტარებს წერენ ქეთა თოფურიას ახალ ფოტოებზე

„ზაფხულის საღამო ჰენდრიკსით ხელში და ჰაერში ნელი ჯაზი“ - თაკო ჩხეიძის ელეგანტური ლუქი