Digest Logo

ჰეილი ბიბერმა ქეროლაინ კენედის 90-იანი წლების საკულტო სტილი გაიმეორა: რა სამოსით გამოჩნდა მოდელი ღონისძიებაზე

1795085378
ჰეილი ბიბერი

მოდელმა და ბრენდ Rhode-ის დამფუძნებელმა, ჰეილი ბიბერმა, ნიუ-იორკში გამართულ New York Times DealBook Summit-ზე გამოჩენით მოდის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. მან ქეროლაინ ბესეტ-კენედის ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი თითქმის უცვლელად გაიმეორა.

როგორც W Magazine წერს, ბიბერს ეცვა Yohji Yamamoto-ს 1998 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ვინტაჟური შავი პიჯაკი. ყელთან შეკრული, მაღალყელიანი მოდელი და წელთან ოდნავ გაშლილი სილუეტი იმ სამოსს ჰგავდა, რომელიც ქეროლაინ ბესეტ-კენედის 1998 წელს, მეუღლესთან, ჯონ კენედი უმცროსთან ერთად, Robin Hood Foundation-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე ეცვა.

ჰეილიმ ორიგინალური სტილის მთავარი დეტალიც შეინარჩუნა, თეთრი, ტანზე მომდგარი ქვედაბოლო. განსხვავება აქსესუარებში იყო: ბიბერმა ლუქს პრიალა შავი ფეხსაცმელი და 90-იანი წლების სტილის თხელი თმის აქსესუარი შეუხამა.

ქეროლაინ ბესეტ-კენედის მინიმალისტური ჩაცმის სტილი წლების შემდეგაც მოდის ინსპირაციის წყაროა. ჰეილი ბიბერის ეს გამოჩენა კი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ 90-იანი წლების ესთეტიკა თანამედროვე მოდაში კვლავ აქტუალურია.

აღსანიშნავია, რომ ბიბერი ღონისძიებაზე ჟურნალისტ ენდრიუ როს სორკინს ესაუბრა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ მედიასა და Rhode-ის კომპანია e.l.f. Beauty-სთვის 1 მილიარდ დოლარად მიყიდვაზე.

✕