ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მადრიდის პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლს, სადაც ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა 3-მილიონ ევროდ ყიდის.
ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

UFC-ის ორგზის ჩემპიონი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის.
ესპანური მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, წყვილმა კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა:
„ისინი საერთო საცხოვრებელს, ბოადილია-დელ-მონტეში მდებარე ულტრათანამედროვე სასახლეს ყიდიან“, – წერს ესპანური მედია.

ცნობისთვის, 2025 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ქართველ მებრძოლს განქორწინებისა და მეურვეობის საკითზე სასამართლო დავა აქვს მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან.
ესპანური მედია წერს, რომ სახლი რომელსაც ისინი ყიდიან 2018 წელს არის აშენებული და საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 1 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართები 2560 კვადრატული მეტრია.


⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ჟასმინის ფორმა და ზღაპრული ტორტი - როგორ აღნიშნა ანნა სულაბერიძემ 6 წლის იუბილე