Digest Logo

„ილია თოფურიას ახალი სიყვარული?!“ - რას წერს მსოფლიო მედია ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე

1795177416
ლინა სიჭინავა

ილია თოფურია კვლავ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად მიზეზი არც ახალი ბრძოლაა და არც UFC-ის საჩემპიონო ქამარი. ქართველი მებრძოლის პირადი ცხოვრების შესახებ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც უკვე უცხოური მედია აქტიურად აშუქებს.

მათი ინფორმაციით ილიას ახალი რჩეული ჰყავს, რომელიც მოცეკვავე და მოდელია. როგორც ირკვევა, საუბარია ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე ლინა სიჭინავაზე.

ამ ამბავს ამერიკული გამოცემა New York Post-იც გამოეხმაურა!

გამოცემა წერს, რომ შესაძლო წყვილის შესახებ საუბრები ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
განსაკუთრებული ყურადღება ლინას ასაკმაც მიიპყრო. მედიის ნაწილი მას 19 წლის მოდელად მოიხსენიებს, თუმცა უცხოურ წყაროებში 23 წელიც სახელდება.

„დაიჯესტმა“ გაარკვია, რომ გოგონა ნამდვილად 19 წლის არის, რასაც „ინსტაგრამზე“ კომენტარიც ადასტურებს:

საინტერესოა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ვიზიტის დროს, ილია „სუხიშვილების“ ანსამბლს ესტუმრა და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა.

გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, როგორ კოცნის თოფურია სიჭინავას ლოყაზე. სოციალური ქსელების მომხმარებლების ცნობით, ფოტო თავდაპირველად ან ილია თოფურიას, ან ლინა სიჭინავას Instagram-ის Close Friends ისტორიაში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი საჯაროდ გავრცელდა.

არც ერთ მათგანს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ შესაძლო ურთიერთობაზე საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ამ დროს თოფურია დაუმარცხებელი, UFC-ის მსუბუქი წონის (70 კგ) აბსოლუტური ჩემპიონი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო.

მანამდე ის ქვემსუბუქი წონის (65 კგ) ჩემპიონიც გახლდათ, თუმცა ეს ტიტული დათმო, რათა მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდებოდა. ბრძოლა 2025 წლის ივნისში ნოკაუტით მოიგო.

ამასთან, გასულ ზამთარს 29 წლის ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგუი ბადელთან, ხმაურიანი და რთული განქორწინება გადაიტანა.

ამ რთულ პერიოდში თოფურიამ ოჯახზე კონცენტრირებისთვის სპორტული კარიერა დროებით შეაჩერა.

განქორწინების დასრულების შემდეგ კი ოქტაგონს დაუბრუნდა და UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

თოფურიამ ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით წააგო და რამდენიმე ისეთი ტრავმა მიიღო, რომლებსაც მისი კარიერის დასრულებაც კი შეეძლო.

მას შემდეგ ილია ოქტაგონზე აღარ დაბრუნებულა.

✕