
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
ამჯერად შორენა, ავსტრიაში ძვირად ღირებულ კურორტზე ისვენებს, სადაც გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს იტარებს და იქიდან მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
„მოგესალმებით, აქ ისევ 8-ის ნახევარია და ისევ გავიღვიძე დილის 7 საათზე. ეს ჩიტი ისევ არ მაძინებს, სადაც ჩემ თავთან ზის, თუმცა იმდენად სილამაზეა თვალს ვხუჭავ.
დღეს კვირაა და არ გვაქვს არანაირი პროცედურები, ამიტომ მთელი დღე ვისერნებთ ქალაქში“, - ამბობს შორენა ბეგაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საქართველოს საღი და ჯანმრთელი თაობა“ - როლანდ ოქროპირიძის ვაჟის შესანიშნავი შესრულება
⭕შეიძლება თუ არა ბზის შეძენა სხვას ვთხოვოთ, რომელ ოთახში შევინახოთ და უნდა უყოთ ძველ ბზას - რჩევები