გასული საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სრულიად უნიკალური ათწლეულია. არაფერი ისე კარგად არ ასახავს გასული საუკუნის 90-იან პერიოდის სულისკვეთებას, იმ ეპოქის სულს, როგორც იმ პერიოდში მოღვაწე ქართველი შემსრულებლების სიმღერები, დღეს რომ უკვე კლასიკურ ჰიტებადაა ქცეული.
ტელეწამყვანი და პიარსპეციალისტი ხატია შამუგია სოციალურ ქსელში წერს, რომ გასული 90-იანი წლების დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, რითაც მისი თქმით, ძველი, ტკბილი დრო გაიხსენეს.
აღნიშნულ წვეულებაზე, როგორც ფოტოებიდან ირკვევა, შოუბიზნესის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.
„90-იანების დაბადების დღის ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გადაგვაგდო მოგონებებში, რომელიც ტკბილ-მწარე იყო ახლანდელი გადასახედიდან, მაგრამ იყო მეტი სითბო და მეტი ემპათია.
კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მუსიკა, რომელიც მართლაც იმ დროსაა შექმნილი ყველაფერი, რასაც ახლაც ვმღერით უკვე გათანამედროვებულად რემიქსების სახით და მოდაც სულ ტრიალებს და ბრუნავს
სუპერ იდეის უსუპერესად განხორციელებისთვის სუპერ ბიჭი ხარ“,- წერს ხატია შამუგია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით კაცი, რომელიც 40 წელია ვარდებს ყიდის
🔵„ერთ რამეს ვიტყვი და ამით მართლა დავასრულებ...!“ - თი მაჭავარიანის მიმართვა