Digest Logo

„კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე“ – რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე ბოლო ეთერზე, რომელიც ვერ შედგა

1782414188
- ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. იგი რამდენიმე ათწლეული ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანდა და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა.

მან 2026 წლის 24 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.

იგი სტუმრად „ჩვენ“ - ქეთო ანთიძის პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა კი, რომელზეც მან ისაუბრა ტელევიზიიდან წამოსვლა იყო.

მისი თქმით, ტელევიზიაში მუშაობის 37-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 18 წელი ტელეკომპანია „იმედი“ იყო.

„მუდმივად ვგეგმავ ჩემ ბოლო ეთერს და რა სამწუხაროა, რომ როგორც დაგეგმილი მქონდა ისე არ გამომივიდა. მინდოდა, ყველაფერი მეთქვა და შემეჯამებინა, თუმცა ჩამივარდა ჩემი ოცნება და არ გამომივიდა.

ტელევიზიიდან წამოსვლა იმ წუთას არ გადამიწყვეტია როცა წამოვედი, ეს იყო ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ავწონ-დავწონე. არ ვიჩხუბე და გააზრებულად მივიყვანე ეს ყველაფერი ბოლომდე“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე. 

მისი თქმით, ტელევიზიის გარეშე ცხოვრება კარგია. 

„კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე, არ ვაკნინებ ტელევიზიას თავისი არსით და რეჟიმით, უბრალოდ ჩემთვის ეს მდგომარეობა ახალია, ახლა მოვდუნდი და თურმე რა კარგი ყოფილა“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.